უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა - რამდენიმე საათის წინ ჩერნიგოვში ნანგრევებიდან მაშველებმა ორი მცირეწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლა მარიუპოლის ცენტრში მიმდინარეობს. ქალაქიდან კიდევ 5 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. პარალელურად, დაიბომბა ხერსონი. რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა მიკოლაევზე, სადაც 45-მდე ადამიანია დაღუპული. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ჩერნობაევკაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიკოლაევსა და სუმში უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტების წინააღმდეგ წინ მიიწევენ და მათ ქალაქების ოკუპაციის საშუალებას არ აძლევენ. კიევის ჩრდილოეთ ნაწილში უკრაინის ჯარმა რუსული კოლონა გაანადგურა. შექმნილი ვითარების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის 109-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინელები საქართველოში. JAMnews ქართულად
JAMnews ქართულად
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ომის 107-ე დღეს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ისევ აფ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მე-11 დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო დახმარება უკრაინისთვის - დასავლეთის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster