უკრაინაში ომის 107-ე დღეს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ისევ აფეთქებების ხმა ისმის
უკრაინაში ომის 107-ე დღეს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ისევ აფეთქებების ხმა ისმის - საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სიგნალი ამოქმედდა ოდესის, მიკოლაევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებში. ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მიმდინარეობს. დონეცკის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული არმიის მხრიდან გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ავდეევკაში და ერთი ნოვოუკრაინკაში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 100-200 უკრაინელი სამხედრო იღუპება, რისი მიზეზიც საარტილერიო ცეცხლში რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. კიევში ამბობენ, რომ უკრიანას წინსვლისთვის ზალპური ცეცხლის 300-მდე რეაქტიული სისტემა მაინც სჭირდება. ამასთან, დასავლეთის ქვეყნების დაზვერვაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ, 20 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებით უკრაინის არმიას გარკვეული წინსვლა აქვს, თუმცა ზოგადი სიტუაცია უცვლელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში -108-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში -108-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად მზადაა
ამერიკის ხმა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ - მინისტრის გამოსვლა გაეროში
TV IMEDI
უკრაინელები საქართველოში. JAMnews ქართულად
JAMnews ქართულად