უკრაინელები საქართველოში. JAMnews ქართულად
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველომ 60 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. მათი დიდი ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლები არიან, რომლებიც ომს რუსეთის გავლით გამოექცნენ და საქართველომდე სახმელეთო გზით ჩამოაღწიეს. ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდნენ, მათ ფილტრაციის ბანაკები, აგრესორი ქვეყნის – რუსეთის ტერიტორია და ბევრი სხვა დაბრკოლება გამოიარეს. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში ჩამოსულ უკრაინელ ლტოლვილებს ყველა საჭირო დახმარებას უწევს – აძლევს თავშესაფარს, საკვებს, ქირაობს მათთვის სასტუმროებს. თუმცა, მასალაზე მუშაობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ომის დაწყებიდან ოთხი თვის თავზე, საქართველოში არ არსებობს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ერთიანი გეგმა და კონკრეტული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ამ პროცესის მართვაზე. მაგალითად, უკვე იყო შემთხვევები, როდესაც სასტუმროს მეპატრონეებმა უკრაინელ ოჯახებს სახელმწიფოს მიერ ნაქირავები სასტუმროები დაატოვებინეს, რადგან სახელმწიფო აღარ აგრძელებდა ქირის გადახდას. არც ისაა ბოლომდე მკაფიო, რა სტატუსით ცხოვრობს ეს ხალხი საქართველოში. ამ სტატიაში გიყვებით რა გზა გაიარეს უკრაინელმა ლტოლვილებმა საქართველომდე და რას სთავაზობს მათ ქვეყანა? რას აპირებენ ისინი – დარჩებიან საქართველოში ომის დასრულებამდე თუ სხვა ქვეყანაში აპირებენ გადასვლას? https://cutt.ly/DLWmagH JAMnews არის უნიკალური მედია-პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პროფესიონალ ჟურნალისტებს, მოქალაქე-რეპორტიორებს და ექსპერტებს. ჩვენ ვაშუქებთ რეგიონში მიმდინარე ახალ ამბებს, ვავრცელებთ მხოლოდ გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას, ვაანალიზებთ მნიშვნელოვან მოვლენებს და ვცდილობთ უკეთ გავაცნოთ ერთმანეთი კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. JAMnews-ის მასალებში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს მხოლოდ კონკრეტული მასალის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. გაიგეთ მეტი: ვებგვერდი - www.jam-news.net/ge Facebook - https://www.facebook.com/jamnewsge Twitter - https://twitter.com/jamnewsge Instagram - https://www.instagram.com/jamnewsgeor... ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს საქმე. დონაციისთვის გადადით შემდეგ გვერდზე - https://jam-news.net/ge/dagvichiret-m...
JAMnews ქართულად-ის სხვა ვიდეოები
რას წარმოადგენს მოლოკანთა რელიგია? გვიამბობს ტატია...
ჭორვილა - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის მშობლ...
აფხაზეთში ისევ პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები საქართველოშ...
სომხები ტოვებენ ტერიტორიებს, რომელიც აზერბაიჯანს გ...
უკრაინელები საქართველოში. JAMnews ქართულად
როგორ გავხადოთ ქალაქი ლამაზი და კომფორტული?
ერევანი, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინელები საქართველოში
TV IMEDI
უკრაინელები საქართველოში
Euronews Georgia
უკრაინელები საქართველოში
ამერიკის ხმა
ძმობა - (უკრაინელები საქართველოში). დავით გუჯაბიძის ფილმი. D...
Davit Gujabidze
საქართველო უკრაინისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ ცხოვრობენ ომს გამოქცეული უკრაინელები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეს არის მტრული, პრორუსული ნაბიჯი, ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
"შევიკრიბოთ 24 თებერვალს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, სად დგას...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia