ომის 109-ე დღე უკრაინაში
რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 287 ბავშვი და ათასობით უკრაინელი სამხედროა დაღუპული. ძირითადი ბრძოლები კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთში, კერძოდ დონბასის რეგიონში მიმდინარეობს. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ვითარება სევეროდონეცკში ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს რუსებმა ლისიჩანსკთან დამაკავშირებელი მეორე ხიდი დააზიანეს და ახლა მესამეს ბომბავენ. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში რუსეთი სავარაუდოდ, მთელ ძალას სევეროდონეცკის დასაკავებლად მიმართავს. გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონების ინტენსიური დაბომბვები. გამთენიისას ტერნოპოლსკის რაიონში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის ბავშვიც. ხარკოვის რაიონის დაბომბვის შედეგად კი ხუთი ადამიანია დაღუპული. მიკოლაევის რაიონში განხორციელებული საარტილერიო დარტყმების შედეგად, 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში რუსების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, რის შედეგადაც 50-მდე რუსი ჯარისკაცი, 10 ტანკი, 16 ჯავშანტრანსპორტი და 7 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 45-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 109-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 109-ე დღე
TV IMEDI
"ჰააგის სასამართლომ ნამდვილად დააგვიანა გამოძიების დაწყება"
რადიო თავისუფლება
ომის ვეტერანი
nino popxadze
" ომის სიჩუმე" - ფოტოგამოფენა გორში 9.05.2022
Tv Dia
"დავძლიოთ ომის შედეგები"_ ფოთში 28 07 17
მეცხრე ტალღა
#პირადიექიმი ომის თაობა - ნინია ყოჩიშვილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster