საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია GRECO-მ სრულად შესრულებულად მიიჩნია

13.07.2022 01:30

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს თაობაზე ანგარიში დაამტკიცა და საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნია. ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების გამოცემას. მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ სრულად შესრულდა რეკომენდაცია პროკურორების დისციპლინური რეჟიმის სრულყოფის თაობაზე.   საქართველოს პროკურატურას, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების მხრივ, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაცემული ხუთი რეკომენდაციიდან, ამ დროისათვის ხუთივე სრულად აქვს შესრულებული.  ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-p...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

GRECO-მ საქართველოს პროკურატურის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა
00:45

GRECO-მ საქართველოს პროკურატურის მიერ რეკომენდაციების შესრულ...

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია
01:13

საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

0

0

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
02:09

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ქონების...

საქართველოს პროკურატურა

\"ვალდებულები ვართ დავიცვათ ის სტანდარტები, რასაც ეფუძნება ვენეციის კომისია\"
31:49

"ვალდებულები ვართ დავიცვათ ის სტანდარტები, რასაც ეფუძნება ვე...

რადიო თავისუფლება

ნათია მერებაშვილი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
01:31

ნათია მერებაშვილი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს...

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევს
01:32

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ახალ პ...

საქართველოს პროკურატურა

📘პროკურატურის სტაჟიორთა გამოცდა - ტესტი №1-10
36:22

📘პროკურატურის სტაჟიორთა გამოცდა - ტესტი №1-10

Georgian Law Association

ყველა ვიდეო