GRECO-მ საქართველოს პროკურატურის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა
ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს შესახებ მეორე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაა განხილული. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურისთვის გაცემული სამი რეკომენდაციიდან, ორი შესრულებულად, ხოლო ერთი ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა. GRECO-მ შესრულებულად მიიჩნია ორი რეკომენდაცია - რომლებიც პროკურორების დანიშვნა-დაწინაურების წესების გაუმჯობესებას, პროკურორთა ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციისთვის განხორციელებულ პრაქტიკულ ღონისძიებებს და დისციპლინურ საკითხებზე კომენტარების გამოცემას ეხება, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია მესამე რეკომენდაცია, რომელიც დისციპლინური გადაცდომების სიცხადის და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფას შეეხება. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ GRECO-ს პირველი, 2019 წლის მარტში დამტკიცებული ანგარიშის მიხევდით, საქართველოს პროკურატურამ GRECO-ს მიერ გაცემული ორი რეკომენდაცია, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას და საქმეთა განაწილების წესის გაუმჯობესებას ეხებოდა, ასევე წარმატებით შეასრულა. საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობას და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/evropis-sabWo...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია GREC...
საქართველოს პროკურატურა
15 წელი ბაზარზე და ახალი ეტაპი განვითარებაში - MAI ჯგუფი ავს...
Business Media Georgia
მეგობარი გელოდებათ! (2012)
Domenikos Greco
Georgian greco roman wrestlers motivation / გურული მოჭიდავეე...
geo mma
ჩვენ გლადიატორები ვართ 2
Junior Greco
ფურცელაძის 17
Domenikos Greco
თბილის უხდემა წვიმიანი ამინდი
Junior Greco
კორუფციის პრევენცია - GRECO-ს მეოთხე შეფასება
რადიო თავისუფლება