საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევს


საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძემ, 25 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება - საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მოიწვია.

კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „ჰოთელს \u0026 პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 3 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ.   

საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, რომლის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას. 

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

\"პროკურატურის შესახებ\" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭო არჩეული 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 არის პროკურორი წევრი.  

საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-p...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან