მიხეილ გიორგაძემ „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლა
09/24/2015
culturegovge culturegovge-ის
მიერ
23 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებს უმასპინძლა. მიხეილ გიორგაძემ ახალგზარდა მუსიკოსებს სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსში წარმატებული გამოსვლა პირადად მიულოცა და 35 მოსწავლეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა. შეხვედრა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტით დაასრულდა.
3-8 სექტემბერს „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა - ანნა ჭანიამ (ვიოლინო, მე-6 კლასი), დავით ხრიკულმა (ფორტეპიანო, მე-8 კლასი), მარიტა პატარაიამ (კლარნეტი, მე-6 კლასი), სერგო მარკოსიანმა (ფორტეპიანო მე-11 კლასი) და სანდრო სიდამონიძემ (ჩელო მე-12 კლასი), სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს აუგსბურგში, მოცარტის საერთაშორისო ფესტივალში „Mozart@augsburg 2015“. კონცერტს, სახელწოდებით „ამომავალი ვარსკვლავები“ დიდი წარმატება ხვდა წილად. სპეციალურად „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეების ჩასაწერად, ღონისძიებას ფრანგულ-გერმანული სახელოვნებო ტელევიაზიის „Arte“-ს წარმომადგენელი დაესწრო. საკონცერტო გამოსვლა და ინტერვიუები არტეს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში მოხვდება. ანნა ჭანიას, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ და პერსპექტიულ მევიოლინეს, გერმანელმა ოსტატმა ვოლფგანგ იოჰან შტეგმიულერმა საჩუქრად Wolfgang Stegmüller-ის ფირმის ახალი ვიოლინო გადასცა.
„ნიჭიერთა ათწლედს“ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, კლასიკური მუსიკის განვითარების საქმეში, განსაკუთრებული მისია აკისრია. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში. ამჟამად სკოლაში წარმატებით მოღვაწეობს 200-ზე მეტი პედაგოგი და 700-მდე მოსწავლე.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045