„ნიჭიერთა ათწლედის“ გრანდიოზული კონცერტი

06/12/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

11 ივნისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ სოლისტების, კამერული ორკესტრისა და გუნდის კონცერტი გაიმართა.

დირიჟორი: ვახტანგ კახიძე;
სოლისტები: ანა ჭანია (ვიოლინო), რეზი ხაინდრავა (ჩელო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა).
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომლებმაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში.
უნდა აღინიშნოს “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლები საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზეც - მათი უმრავლესობა გრან პრისა და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.
ეს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებების ციკლი უდიდესი ტრადიციების სკოლამ 11 ივნისს გრანდიოზული კონცერტით დააგვირგვინა, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობითა და ინიციატივით შედგა.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან