კულტურის სამინისტრო წარმოგიდგენთ „Giorgi Mikadze Jazz Quartet from Berklee College of Music 2013"
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედი" წარმოგიდგენთ პროექტს „Giorgi Mikadze Jazz Quartet from Berklee College of Music 2013" . Berklee Global Jazz Institut-ის საუკეთესო სტუდენტების მასტერკლასები და კონცერტები თბილისში. 30 ნოემბერს, პროექტის „Giorgi Mikadze Jazz Quartet from Berklee College of Music 2013" ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტი და მასტერკლასი აშშ-ს ქ. ბოსტონის თანამედროვე მუსიკის პრესტიჟული სასწავლებლის Berkle Collage of Music-ის სტუდენტის გიორგი მიქაძისა და მისი ამერიკელი კოლეგების მონაწილეობით. ჯარედ სკოტ ჰენდერსონი (კონტრაბასი აშშ); რობერტო ჯიაკვინტო (დასარტყამი ინსტრუმენტები იტალია/აშშ); დანიელ როტემი (საქსაფონი ისრაელი/აშშ). მასტერკლასში მინაწილეობა მიიღეს „ნიჭიერთა ათწლედის", კონსერვატორიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზის განყოფილების სტუდენტებმა. 2 დეკემბერს 19:30 საათზე, პროექტი დასრულდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გრანდიოზული კონცერტით, რომელიც „ნიჭიერთა ათწლედის" ოთხმოცი წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. საღამოზე შესრულდება გიორგი მიქაძის საავტორო მუსიკა, ჯაზ-სტანდარტები, პოპ მუსიკის ნიმუშები გადაწყვეტილი სვინგის, ფიუჯენის, ფოლკ-ჯაზის, ნეო-სოულის და გოსპელის სტილში. პიანისტი რამოდენიმე კომპოზიციას Hammond-ის ჯაზ ორღანზე შეასრულებს, გიორგი ერთ-ერთი პიონერია ქართველ მუსიკოსიკოსთა შორის, რომელიც ამ მუსიკალურ ინსტრუმენს ფლობს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურის სამინისტრო წარმოგიდგენთ „Giorgi Mikadze Jazz Quarte...
culturegovge culturegovge
ნუმიზმატიკური საგანძურის მუდმივმოქმედი გამოფენა
culturegovge culturegovge
ნუმიზმატიკური საგანძური - ექსკლუზიური ტური ჟურნალისტებისთვის
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება
culturegovge culturegovge
Tbilisi Jazz Festival 2014 - დევიდ ფიუზინსკი და გიორგი მიქაძ...
culturegovge culturegovge
გამოფენა “ბალანჩივაძეები”
culturegovge culturegovge
აკაკი წერეთელი-ცხოვრება და შემოქმედება -გამოფენა ლიტერატურის...
culturegovge culturegovge
საქართველოს სოლიდარობის ფონდი გადაცემაში "რეალური სივრცე"
culturegovge culturegovge