ნუმიზმატიკური საგანძური - ექსკლუზიური ტური ჟურნალისტებისთვის

03/07/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი წარმოგიდგენთ „ნუმიზმატიკური საგანძურის“ მუდმივმოქმედ ექსპოზიციას.
7 მარტს გაიმართა გამოფენის ექსკლუზიური ტური ჟურნალისტებისთვის. შეხვედრას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და გამოფენის კურატორი მედეა შეროზია.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნუმიზმატიკურ კოლექციას საზოგადოება პირველად იხილავს ასეთი ფართო მასშტაბით. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ისტორია ძვ.წ. VI საუკუნიდან 1834 წლამდე.
გამოფენილ 3,500-მდე მონეტას შორის, დამთვალიერებელი პირველად იხილავს კოლხური თეთრის იშვიათ ნიმუშებს, ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ადგილობრივ მინაბაძს, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიულ იმიტაციებს. ასევე, ქართულ-სასანურ იშვიათ დრამებს, პირველი ბაგრატიონების ბიზანტიურტიტულიან ვერცხლის ქართულ საფასეებს, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტას, რუსუდან დედოფლის დრამას, გიორგი IV ლაშას სპილენძის მონეტას, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეების მონეტებს და სხვა.
გამოფენის მხარდამჭერია „ლიბერთი ბანკი“.
გამოფენა გაიხსნება 9 მარტს 19:00 საათზე.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ.1.




http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან