თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნა
20 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრო. ფესტივალი რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით „მოხეტიალეთა სიმღერები“ გაიხსნა. ანსამბლ „რუსთავის“ ცოცხალი შესრულების თანხლებით „მოხეტიალეთა სიმღერები” აღწერს მომლოცველთა შთამბეჭდავ მოგზაურობას. სპექტაკლი გამორჩეულად „აზიურია“, თუმცა იგი ცდება აზიის საზღვრებს. სპექტაკლში გამოყენებულია 3.5 ტონა ოქროსფერი მოციმციმე ბრინჯის მარცვალი და მიმდინარეობს ქართული ხალხური სიმღერის ფონზე. წარმოდგენას საფუძვლად უდევს აზიურ ქვეყნებში არსებული რელიგიური ღვთისმსახურების მდიდარი პრაქტიკა, აგრეთვე ჰერმან ჰესეს ნაწარმოები - „სიდჰარტჰა“. 2011 წლიდან სპექტაკლი, ანსამბლ „რუსთავის“ ცოცხალი შესრულების თანხლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იქნა წარმოდგენილი. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა. 2014 წელს ფესტივალს მნიშვნელოვანი ახალი გამოწვევა აქვს, “GEORGIAN SHOWCASE + NEW MARKET” - წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას შავი ზღვისა და კავკასიის თეატრალური დასები დაემატება - 52 სპექტაკლითა და 54 საერთაშორისო სტუმრით. 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროგრამამ უმასპინძლა 77 კომპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან და 160 სპექტაკლს, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან. ქართული სპექტაკლების პროგრამას 250 საერთაშორისო სტუმარი დაესწრო. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ვისთან ერთად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საერთაშ...
Music Box
თბილისის თეატრალური ფესტივალის გახსნის წინ
რადიო თავისუფლება
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - პრესკონფერენცია
culturegovge culturegovge
„111“- ბრიტანელი მოცეკვავეების სპექტაკლი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა და 24 ოქტ...
Music Box
შეხვედრა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმრებ...
culturegovge culturegovge
შეხვედრა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმრებ...
culturegovge culturegovge