თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - პრესკონფერენცია

07/21/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

21 ივლისს, თბილისის მერიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველ პრესკონფერენციას - პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის ვიცე-მერი ნინო ხატისკაცი და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.
თბილისის მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. წელს მაყურებელი, თბილისის სხვადასხვა თეატრში, ებრაულ, გერმანულ, ლიტვურ, ბრიტანულ, რუმინულ, პოლონურ, რუსულ, უნგრულ, ნორვეგიულ და უკრაინულ მსოფლიო შედევრებს, მრავალფეროვან და საინტერესო სპექტაკლებს იხილავს.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში და ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს.
ფესტივალის ფარგლებში, ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების დასაგეგმად სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ - მოეწყობა სემინარები, ვორქშოფები და შეხვედრები. ფესტივალის კლუბი კი ყოველ საღამოს ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლებს.
2015 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრამა, ამ დროისთვის, 12 თეატრის 13 სპექტაკლით განისაზღვრა. პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს შოუქეისზე წარდგენილი ის 7 პრემიერა, რომლებიც 5 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის სხვადასხვა თეატრში გაიმართება.



http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან