ფესტივალი „საჩუქარი 2014“
8 ოქტომბერს, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი 2014“ პრესკონფერენცია გაიმართა. „საჩუქარი 2014“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 17 ოქტომბერს გაიხსნება და 17 ნოემბერს საზეიმოდ დაიხურება. ოთხი კვირის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიო პრემიერებს, ქართულ თეატრალურ სივრცეში იხილოს ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან ანი ბოგარტი, დიმიტრი კრიმოვი, ანდრეი ჟოლდაკი, ანდრონ კონჩალოვსკი და სხვა. ფესტივალი "საჩუქარი" ედინბურგის, ადელაიდის, მელბურნის, პერტის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალების მიერ 1997 წელს დაარსდა და მას მხარს უჭერენ ცნობილი ხელოვანები პიტერ ბრუკი, ანჯეი ვაიდა, ვანესა რედგრეივი, მაიკ ლკანი, ანდრეი კონჩალოვსკი, ტელმა ჰოლტი და სხვები. ფესტივალი "საჩუქარი“ ედინბურგის ფესტივალის ანალოგია. ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. ფესტივალის პროგრამა: http://www.giftfestival.ge/index.php?... http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ფესტივალი „საჩუქარი 2014"
culturegovge culturegovge
"ტრაექტორია" - ფესტივალი "საჩუქარი" - ანტონ ჩეხოვი "ძია ვანი...
Artareatv
ფესტივალი "საჩუქარი" და პეტერბურგის ტეატრალური სეზონის გახსნ...
Maestros Shuadge
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "საჩუქარი"
Artareatv
"ტრაექტორია" - "ო–ი. გვიანი სიყვარული"
Artareatv
“ძია ვანია” გრიბოედოვის სცენაზე და საჩუქარი ფესტივალი ”საჩუქ...
Music Box
მილანის, პრაღისა და ჰელსინკის შემდეგ, პეტერბურგის თეატრალური...
Music Box
ფესტივალი "საჩუქარი"
culturegovge culturegovge