თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
9 ივლისს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში გაიმართა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია-პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2009 წელს დაარსდა და წარმოადგენს მთავარ კულტურულ მოვლენას, როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის ქვეყნების ფესტივალებს შორის. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მაყურებლებს ყოველწლიურად აძლევს საშუალებას, დაესწრონ ლეგენდალურ სპექტაკლებს და პერფომასებს. ფესტივალს 4 წლის მანძილზე, უკვე 20 000 მეტი დამსწრე ჰყავდა. ფესტივალის მიზანია, გახდეს ერთგვარი კომუნიკაციის საშუალება და აზიაროს მაყურებელი მისთვის დღემდე უცნობ კულტურებს, ახალ თეატრალურ ფორმას, ტექსტს, აზრს, ღირებულებებს და განსხვავებულ მიდგომებს სამყაროს მიმართ. 5, 6, 7, 8 ოქტომბერი - ქართული სპექტაკლების პროგრამა ქართული სპექტაკლების პროგრამა შედგება თბილისის, თელავის, ზუგდიდის, გორის, ახალციხის და ჭიათურის 30 სპექტაკლისაგან. პროგრამა ტარდება საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის, ქართული ჯგუფის თანამშრომლობით. სტუმრები ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების განხორციელების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. 2014 წლისათვის, უცხოელი პარტნიორების მოზიდვისა და ახალი სპექტაკლების შექმნის მიზნით, ფესტივალი თანადაფინანსების ახალ პროექტებს გამოაცხადებს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
TV IMEDI
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლ „ტარტიუფ...
Music Box
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა და 24 ოქტ...
Music Box
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სამი ახალი მოვლე...
Music Box
"მისტერია" #4 - თეატრალური ფესტივალი
Artareatv
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის საერთაშორისო ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი მედეა ქართულ სამზარეულოში და ცნობილი ამბის ახლებური...
Music Box