მუსიკისა და დრამის თეატრის წარმატებული საგასტროლო ტურნე
5 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა შემაჯამებელი პრესკონფერენცია მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის აშშ-ში, მოლდოვასა და თურქეთში საგასტროლო ტურნეს შესახებ. ღონისძიებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი და თეატრის საზღვარგარეთთან ურთიერთობის მენეჯერი მურმან კარტოზია გაუძღვნენ. 5 დეკემბერს, 19.00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „აკრძალული თამაშები“, რომელიც ჩატარდება შსს-ს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის - „არა ძალადობას!“ ფარგლებში. სპექტაკლის შემდეგ, ტრადიციულად, გაიმართება დისკუსია მაყურებელთან ძალადობის თემაზე. 2014 წელს საქართველოში ქართველთა და ებრაელთა 26–საუკუნოვანი მეგობრობა აღინიშნა. ამ თარიღს მიეძღვნა უამრავი კულტურული ღონისძიება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ მათ რიცხვშია თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლის – „აკრძალული თამაშების“ საგასტროლო ტურნე აშშ–ში, სადაც თეატრი ამერკის შეერთებული შტატების ებრაელთა სათვისტომოს მიერ იქნა მიწვეული . წარმოდგენა აშშ-ში ორჯერ გაიმართა – 16 ნოემბერს – ფილადელფიაში – Klein Jewish Community Center და 22 ნოემბერს – ნიუ იორკში – Manhattan Jewish Community Center. „აკრძალლულმა თამაშებმა“ ამერიკელი მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ამერიკული ტურნეს შემდეგ თეატრის დასი „აკრძალული თამაშებით“ კიშინიოვში (მოლდოვა) გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „MoldovaFest.ru“-ს ფარგლებში იყო მიწვეული. „აკრძალული თამაშები“ ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა. 28 ნოემბერს თეატრი გამგზავრა ანკარის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც წარმოადგინა კოტე ფურცელაძის ქორეოდრამა „კარმენი". ამ სპექტაკლმა წარმატებით მოიარა სხვადასხვა ქვეყნის თეატრები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მუსიკისა და დრამის თეატრის ახალი ლოკაცია - დავით დოიაშვილის...
Music Box
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, ანა ქურთუბაძე პროექტ „მ...
Music Box
მუსიკისა და დრამის თეატრის მორიგი ფურორი ავსტრალიაში
Music Box
ნანა ბუთხუზი - მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი
ReportGe News
#დღისკოდი მზადება პრემიერისთვის - მუსიკისა და დრამის თეატრის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი „შარქ თენქ საქართველოსა“ და მუსიკისა და დრამის თე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თეატრი კარანტინში2“ – მუსიკისა და დრამის თეატრი დღეს - დავი...
#დღისკოდი კულტურა და ექსპერიმენტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster