გრაკლიანი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოლოდინში

03/12/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

გრაკლიანის 300 000 წლიანი ისტორია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის დარბაზში გაცოცხლდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა - მთავრობის მხარდაჭერით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს დამსახურებულად მიენიჭოს ეროვნული ძეგლის სტატუსი, რაც გრაკლიანის დაცვისა და განვითარების მექანიზმებს გააძლიერებს.
ახლადაღმოჩენილი გრაკლიანი, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს 2007 წელს გამოვლინდა, ყოველწლიური არქეოლოგიური კვლევების შედეგად (ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფესორი ვახტანგ ლიჩელი) ახალ და მნიშვნელოვან ინფორაციას იძლევა. ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლინის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრნაგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში. გრაკლიანის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხში დაინტერესებულია იკრომის გენერალური დირექტორი სტეფანო დე კარო. დარგის სპეციალისტების თვალსაზრისით, თითქმის ყველა საფუძველია შექმნილი, რომ გრაკლიანმა დამსახურებულად მოიპოვოს ეროვნული კატეგორიის სტატუსი, რაც მისი დაცვისა და განვითარების მექანიზმებს კიდევ უფრო გაამყარებს.
გრაკლიანის უდიდესო კოლექციის მნიშვნელოვანი ექსპონატებია - ოქროს დისკო - ძვ. წ.აღ IV ათასწლეული. მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი - ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება, მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.
გრაკლიანის არქეოლოგიური საიტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან