ვახტანგ ლიჩელი გრაკლიანის უნიკალური აღმოჩენის შესახებ
ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა - ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გრაკლიანი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოლოდინშ...
culturegovge culturegovge
გრაკლიანზე არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდება
culturegovge culturegovge
უნიკალური აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე
culturegovge culturegovge
უნიკალური აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე
culturegovge culturegovge
გრაკლიანი - ყველაზე ადრეული წარწერა საქართველოში
culturegovge culturegovge
უნიკალური აღმოჩენა
culturegovge culturegovge
გრაკლიანის ნამოსახლარზე მორიგ სიძველეებს მიაგნეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი აღმოჩენა გრაკლიანის ველზე | რა ასაკის არის ქართული დამ...
შუადღე GDS / shuadge GDS