უნიკალური აღმოჩენა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად, გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი და ადგილზე მომუშავე ექსპედიცია მოინახულა. ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა - ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
უნიკალური აღმოჩენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნიკალური აღმოჩენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნიკალური აღმოჩენა
Tamta tamtaa
უნიკალური აღმოჩენა
Video Q
უნიკალური აღმოჩენა გურჯაანში
ტელეკომპანია თანამგზავრი
უნიკალური აღმოჩენა საქართველოში - არის თუ არა გრაკლიანის წარ...
კომუნიკატორი / C სტუდია
უნიკალური აღმოჩენა - რა იპოვეს სოფელ კავთისხევში
TV IMEDI
უნიკალური აღმოჩენა ყვარელში და მუზეუმისათვის გადაცემული ძვირ...
TV IMEDI