ზუგდიდში მემორიალი აგვისტოს ომის გმირის შვილმა გახსნა
ზუგდიდის სკეიტ-პარკში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გმირის ბადრი ბერანძის შვილმა სამეგრელოს გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთად ერთად გახსნა. „დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და თან სიამაყის დღეა. ქედას ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების წინაშე და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი საქართელო გამთლიანდეს, როგორც მათ სურდათ“, - თქვა ბადრი ბერანძის მეუღლემ ლინდა გეგეშიძემ. ღონისძიებას ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია აგვისტოს ომი, როცა ჩვენი ქვეყანა გახდა კიდევ ერთხელ რუსული აგრესიის მსხვერპლი. თითოეული ცვენგანისთვის არის უაღრესად მტკივნეული, ამავე დროს, თითოეული ჩვენი ბიჭების მხრიდან მომავალი თაობისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო. რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტი და აგრესორია, რომელიც ეწევა ფარულ და აშკარა ომს. სხვა საკითხია, როგორ შეიძლებოდა საქართველოს ახლა და წარსულში აეცილებინა ის, რაც მოხდა. რუსეთმა დაიწყო ომი, თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა, უფრო ფრთხილი მოქმედებით აგვეცილებინა ეს აშკარა დაპირისპირება, როგორც დღეს, როცა რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, თუმცა არ გვაქვს შეიარაღებული დაპირისპირება“, - განაცხადა გუბერნატორმა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
აგვისტოს ომის გმირის დედა: ზუგდიდში დადგმული მემორიალი ჩემთვ...
Radio Atinati
აგვისტოს ომის გმირის დედა მერიას: თუ მემორიალში კორექტივებს...
Radio Atinati
მემორიალი ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი აგვისტოს ომიდან - ზუგდიდში სამშობლოსთვის თავდადებული...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილები...
Radio Atinati
მურმან დემურიას მემორიალი 2012
ჭადრაკი ზუგდიდში ● Chess in Zugdidi