აგვისტოს ომის გმირის დედა: ზუგდიდში დადგმული მემორიალი ჩემთვის შეურაცხმყოფელია

07.08.2019 03:44

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას დედა მზია გოროზია მიიჩნევს, რომ სკეიტ-პარკში დადგმული ომის გმირების მემორიალი მებრძოლების პატივისცემის ნაცვლად მათი შეურაცხყოფაა. მზია გოროზიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მას მემორიალი რამდენიმე მიზეზის გამო არ მოსწონს. პირველ რიგში, გოროზიასთვის კატეგორიულად მიუღებელია ბეტონის ქანდაკება და მემორიალის დეტალები. „სირცხვილი ზუგდიდის მერიას, რადგან მათ ოთხი გმირი ჰყავთ აქ და არ მიხედეს. ბეტონის მონოლითის მეტი ღირსი არ იყვნენ ეს ბიჭები? ეს მემორიალი უფრო სამამულო ომის გმირების მემორიალს ჰგავს. რა თქმა უნდა, მათი ხსოვნის პატივისცემისთვისაც უნდა იდგეს აქ ძეგლი და აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭებისთვისაც, მაგრამ ჩვენც ხომ ვიმსახურებთ?! ეს არც ამ ადგილისთვისაა შესაფერი და არც გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად. ჩვენს ბიჭებს ჩექმები არ ეცვათ, არც საველე ფორმას ჰქონდა სამხრეები, არც ეს იარაღი ეჭირათ. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლურად თუნდაც, უნდა გააკეთო ისეთი, რა ფორმითაც წავიდნენ ბიჭები ომში“, - ამბობს გოროზია. მისივე თქმით, თავად იყო ჩართული მემორიალის დიზაინის შერჩევაში, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჰქონდა პირობა, რომ ქანდაქება არა ბეტონის, არამედ სპილენძის მასალისგან იქნებოდა. სწორედ იმის გამო, რომ გმირების ხსოვნისთვის მემორიალი დადგმულიყო, თბილისიდან პერიოდულად ჩამოდიოდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აგვისტოს ომის გმირის დედა მერიას: თუ მემორიალში კორექტივებს არ შეიტანთ, ჩემი შვილის სახელს წავშლი
03:03

აგვისტოს ომის გმირის დედა მერიას: თუ მემორიალში კორექტივებს...

Radio Atinati

ჩემი შვილი უთავო დაიმარხა   აგვისტოს ომის გმირის დედა
01:08

ჩემი შვილი უთავო დაიმარხა აგვისტოს ომის გმირის დედა

მეცხრე არხი ახალციხე

ციალა ჯაილოვა  აგვისტოს ომის გმირის დედა - ქუთაისიპოსტი
01:45

ციალა ჯაილოვა აგვისტოს ომის გმირის დედა - ქუთაისიპოსტი

Kutaisi Post

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
01:10

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აგვისტოს ომის გმირის ოჯახს ბინიდან ასახლებენ, ბინას კი მილიონერ ჯორბენაძეს გადასცემენ
04:00

აგვისტოს ომის გმირის ოჯახს ბინიდან ასახლებენ, ბინას კი მილიო...

Amiran Tsertsvadze

აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ტურნირი ძიუდოში
02:32

აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ტურნირი ძიუდოშ...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

თერჯოლაში  აგვისტოს ომის გმირის ალია ბარდაველიძის მემორიალი გაიხსნა
04:06

თერჯოლაში აგვისტოს ომის გმირის ალია ბარდაველიძის მემორიალი...

ტვ არგო / TV ARGO

როგორ აშინებენ აგვისტოს ომის გმირის ოჯახს
10:57

როგორ აშინებენ აგვისტოს ომის გმირის ოჯახს

ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati

ყველა ვიდეო