აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს რეგიონებში


აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ღონისძიებას ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დროშები დაეშვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს გურიაში, სახელმწიფო რწმუნებულმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. ქართველი მებრძოლები გაიხსენეს ასევე ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ. დღესვე ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად წირვა ჩატარდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან