იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა. ამრიგად, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ევროპულ ქვეყანაში 631-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 10 149-ს შეადგენს. ამასთან, 1 004 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა. კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ არის გამოცხადებული. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროებისთვის უნდა გავიდნენ. იტალიის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების თანახმად, სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდება. იტალიაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სლოვენია მეზობელ ქვეყანასთან საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას გეგმავს. როგორც სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვარზე არაკომერციული გადაადგილება შეიზღუდება, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს. სლოვენიის პრემიერ-მინისტრს საზღვარზე შეზღუდვების დაწესების თარიღი არ დაუსახელებია. თუმცა, აღნიშნა, რომ საზღვარი ტექნიკური და ადმინისტრაციული დეტალების მოგვარების შემდეგ დაიხურება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#COVID19 ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის შემთხვევათა მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია იტალიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოვიდ-19 - ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის არეალი და მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster