#COVID19 ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში
მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 80 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 19 მილიონს აღწევს, მათ შორის ვირუსით 331 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია ინდოეთში. ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი 17 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ევროპის კონტინენტზეც. იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 10 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 261 პაციენტი კი გარდაიცვალა. საფრანგეთში კი, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის სამი ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საფრანგეთში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდნეობა ორ მილიონ 500 ათასს აჭარბებს. დიდ ბრიტანეთში კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 34 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიამ 210 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ სახეობას, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის კიდევ 4 ქვეყანაში: შვედეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში გამოვლინდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#COVID19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა პანდემია და მსოფლიოს პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster