ზუგდიდში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში ტექნოპარკი განთავსდება

14.06.2016 01:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია ახალგაზრდებს გადაეცემა და აქ ტექნოინოვაციური პარკი განთავსდება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხება, ტექნოპარკს უახლოეს მომავალში გადაეცემა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: