ილიას ძეგლის რეაბილიტაცია

08/15/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

დღეს, 15 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი და იმავე ფონდის დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილი საგურამოში, სოფელ წიწამურთან, ილია ჭავაჭვაძის მონუმენტის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

პროექტის ავტორია არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული პროექტის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ძეგლის კვარცხლბეკსა და მასთან მისასვლელ კიბეებს, ასევე, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვეში დასრულდება.

საქართველოს მთავრობისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელება პრიორიტეტული საკითხია და მალე ჩვენი საზოგადოება ილიას მონუმენტს განახლებული სახით იხილავს.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან