ილიას ძეგლის რეაბილიტაცია

18.12.2013

18 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და არქიტექტორ თეიმურაზ ბოჭორიშვილს შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ატაშვილმა, არქიტექტორმა თეიმურაზ ბოჭორიშვილმა. მემორანდუმის მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლზე განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებში სამივე მხარის ჩართვა და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ქანდაკების ამორტიზირებული მისასვლელი კიბეების და ზედა ბაქნის დემონტაჟი, აგრეთვე მის სიახლოვეს ლანდშაფტის მოწესრიგება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: