მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება

16.10.2019 01:47

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, შეხვედრები მაღალმთიან სოფლებში, ახკერპში, ჩანახჩში, ოფრეთსა და ხოხმელში შედგა, რომელსაც მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტის წევრები, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან დიალოგში, ყურადღება იმ ძირითად გამოწვევებზე გაამახვილეს, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში უნდა განხორციელდეს, კერძოდ საუბარი შეეხო, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებისა და ბიუჯეტირების პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად გაზიფიცირება, შიდა გზების მოწესრიგება, ასევე ადგილზე ამბულატორიების მშენებლობა და სოფლის ექიმების მომსახურების ხელმისაწვდომობა გამოიკვეთა. პროექტი „ღია შეხვედრები“ საქართველოს რეგიონებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას. http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/241...    • მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ღია შეხვედრები მარნეულში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
02:09

ღია შეხვედრები მარნეულში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

Municipality of Marneuli

მარნეულში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო (qvemo qartli tv)
00:53

მარნეულში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო (qvemo qartli tv)

Municipality of Marneuli

შეხვედრა სოფელ ულაშლოსა და ბეითარაფჩის მოსახლეობასთან
01:22

შეხვედრა სოფელ ულაშლოსა და ბეითარაფჩის მოსახლეობასთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

„ცოცხალი წიგნები“ მარნეულში
02:06

„ცოცხალი წიგნები“ მარნეულში

Municipality of Marneuli

ქვემო ქართლის  გუბერნატორი  მარნეულის მოსახლეობას ხვდება
03:43

ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულის მოსახლეობას ხვდება

Municipality of Marneuli

შეხვედრა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან
01:18

შეხვედრა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
01:28

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთან
01:11

შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო