შეხვედრა სოფელ ულაშლოსა და ბეითარაფჩის მოსახლეობასთან
24 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო. შოთა რეხვიაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებზე. ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფელ ულაშლოში გზების მოხრეშვა განხორციელდება. სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 16 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, მიმდინარე წელს სოფელში განხორციელდება, დაახლოებით მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები სასმელი წყლის შიდა ქსელისა და რეზერვუარის მოწყობისთვის. შეხვედრა გაიმართა სოფელ ბეითარაფჩის მოსახლეობასთანაც, სადაც პრიორიტეტულ საჭიროებად გარე განათების პროექტი და სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია დაასახელა. აღნიშნული მიმართულებით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილზე 16 ათასი ლარი დაიხარჯება. წელსვე, სოფელში დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 30 000 ლარია გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. #ქვემოქართლი2019 #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2019 #მარნეული2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა სოფელ კირბალის მოსახლეობასთან
Office of the State Minister of Georgia for Reconciliation and Civic Equality
შეხვედრა სოფელ ჭუბერის მცხოვრებლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სოფელ მუხრანში
Tamara Karelidze
შეხვედრა სოფელ გრემისხევის მოსახლეობასთან
Dusheti Municipality
შეხვედრა სოფელ საქობოს მოსახლეობასთან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
შეხვედრა სოფელ ჭუბერში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შეხვედრა სოფელ დარჩიძეების მცხოვრებლებთან. 17 ოქტომბერი 2019...
წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტი
შეხვედრა სოფელ დუისის მოსახლეობასთან
Temur Bjania