შეხვედრა სოფელ მუხრანში
ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ფონდი ტასოს წარმომადგენლები სოფელ მუხრანის კულტურის სახლში, ადგილობრივ ქალბატონებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მოსახლეობისათვის პროექტ "ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" მიზნები და კომპონენტების გაცნობა იყო. პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მოსახლეობამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც სოფელს აწუხებს. მათ შორის, ძირითადად, ინფრასტრუქტურული საკითხები მოხვდა, როგორებიცაა პოლიკლინიკა, საბავშვო ბაღი, მოუწესრიგებელი სარწყავი სისტემა და სხვა. მუხრანში, დაახლოებით, 2300 კომლი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი არ აქვთ, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის დაბის ტიპის დასახლებაა. პროექტის განახორციელებლები ჩვენთან საუბარში იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც დიდ თემებთან მუშაობისას ჩნდება: ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, ეკონომიკური გაძლიერება, თემთა მობილიზება, ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს. მის ფარგლებში იგეგმება ქალებისათვის ტრენინგების ჩატარება, მათი გადამზადება და მცირე ბიზნესისათვის ხელშეწყობის კუთხით, გარკვეული აქტივობების ხელშეწყობა. დიდ თემებთან მუშაობის პრობლემაზე ყურადღება ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა. ქეთი ფაცაციას თქმით, მოსახლეობისათვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო. მუხრანის გარდა, ბენეფიციართა ძებნა, სხვა ტერიტორიულ ორგანოებშიც იგეგმება. პროექტი "ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ ტასოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელედება. პროექტის ფარგლებში სამიზნე რეგიონებს თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და გალი წარმოადგენს. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სოფელ კირბალის მოსახლეობასთან
Office of the State Minister of Georgia for Reconciliation and Civic Equality
შეხვედრა სოფელ ულაშლოსა და ბეითარაფჩის მოსახლეობასთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შეხვედრა სოფელ ჭუბერის მცხოვრებლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სოფელ გრემისხევის მოსახლეობასთან
Dusheti Municipality
შეხვედრა სოფელ საქობოს მოსახლეობასთან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
შეხვედრა სოფელ ჭუბერში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შეხვედრა სოფელ დარჩიძეების მცხოვრებლებთან. 17 ოქტომბერი 2019...
წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტი