„ცოცხალი წიგნები“ მარნეულში

04/30/2015
Municipality of Marneuli-ის მიერ

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ააიპ „პოეზიის მეგობართა კავშირმა“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში მარნეულელ ახალგაზრდებთან შეხვედრა მოაწყო.
მუნიციპალიტეტში მწერლებისა და პოეტების სტუმრობის მიზანს ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენა, მათთვის საინტერესო თემებზე დისკუსიის მოწყობა და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში მარნეულს ექვის პოეტი და მწერალი ესტუმრა, ესენია : მანანა დუმბაძე, ბათუ დანელია, თამრი ფხაკაძე, მაკა მიქელაძე, გია არგანაშვილი,ნინო ქადაგიძე და მარიამ წიკლაური.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა მარნეულის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.



ვრცლად იხილეთ: http://marneuli.ge/index.php/%E1%83%9...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან