პროექტი „ცოცხალი წიგნები“ მარნეულში
26 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ლიტერატურული-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში მარნეულელ ახალგაზდებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდა, თანამედროვე პოეტები, მწერლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და ადგილობრივი ახალგაზრდები. საუბარი შეეხო, თანამედროვე ლიტერატურას, მის გარშემო აქტუალურ საკითხებსა და ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. შეხვედრის მიზანს, ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანებისთვის თანამედროვე პოეტებისა და მწერლების გაცნობა, მათი ნაშრომებისა და ზოგადად თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“. ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/…/1065-%E1...%…
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
„ცოცხალი წიგნები“ მარნეულში
Municipality of Marneuli
პროექტი „ცოცხალი წიგნები“
culturegovge culturegovge
პროექტი „ცოცხალი წიგნები“
TV IMEDI
პროექტი „ცოცხალი წიგნები“
culturegovge culturegovge
პროექტი „ცოცხალი წიგნები“
NDA ETA
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ იწყება
culturegovge culturegovge
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ იწყება
culturegovge culturegovge
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გიორგი კეკელიძის რუბრიკაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster