პროექტი „ცოცხალი წიგნები“

04/16/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

14 აპრილს, დედაენის დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დაიწყო უპრეცედენტო ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტს „ცოცხალი წიგნები“.
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა პოეზიის საღამოები, გაიმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
მწერლები ესტუმრებიან რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები გაიმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ეცდებიან ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენას.
პროექტში აქტიურად იქნება ჩართული საგამომცემლო სექტორიც. მოეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები - მწერლები თავად მოგვევლინებიან გამავრცელებლის როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი წარადგენენ და პოპულარიზაციას გაუწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.
პროექტი 4 ეტაპად განხორციელდება და წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი.



http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან