დიდი ბრიტანეთის განცხადება

11.12.2021 01:07

„დიდი შვიდეულის“ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრამდე, დიდი ბრიტანეთი „აგრესორი სახელმწიფოების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ეს მოწოდება მიჰყვება ნატო-ს მოკავშირეების დაპირებებს, დაუპირისპირდნენ რუსულ აგრესიას უკრაინის საზღვარზე და იძლევა გაფრთხილებას, რომ კრემლის ნებისმიერი სახით შეჭრა „სტრატეგიული შეცდომა“ იქნება, რასაც, თავის მხრივ, სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საკითხთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრამდე, მან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub