მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ კალანდიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პირველმა ინსტანციამ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილედ სცნო. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომლის მიხედვით 2017 წლის პირველ დეკემბერს სარალიძეს გიორგი ჯანაშიასთან ერთად ბასრი საგნით ჭრილობები მიხეილ კალანდიამაც მიაყენა. სწორედ კალანდიას სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა იყო ოპოზიციის ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მთავარი მოთხოვნა. ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ, გახმაურებულ დანაშაულში კალანდიას ბრალეულობაზე პირველივე დღიდან საუბრობდნენ. გადაწყვეტილებას დარბაზში და დარბაზს მიღმა ხმაური და მწვავე განცხადებები მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ კალანდიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით სარალიძის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდიას განაჩენი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდიას ბრალს დღეს წარუდგენენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლომ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
დასრულდება თუ არა მიხეილ კალანდიას დაკავებით ხორავას ქუჩის ს...
Tv Kavkasia
მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster