მიხეილ კალანდიას საქმე
მიხეილ კალანდია საქართველოს წინააღმდეგ - უფლებადამცველის სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ადმინისტრაციამ წარმოებაში მიიღო. ადვოკატ ზურაბ თოდუას განცხადებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, რომ მიხეილ კალანდიას ესარგებლა დამოუკიდებელი მიუკერძოებელი სასამართლოს უფლებით და გამოძიება ტენდენციური იყო. თოდუას განმარტებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება არის დართული, რომელიც აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს. დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია 2020 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და სამი თვე შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომმა ინსტანციებმაც უცვლელად დატოვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ კალანდიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდიას საქმეზე ხუთი მოწმე დაიკითხა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster