მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმის პროკურორის განცხადებით მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების რისკი და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. სასამართლოს დღევანდელ დახურულ სხდომაზე დაზარალებული მხარე ზაზა სარალიძე დაიკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ სარალიძეს ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია. მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობით, მას არ მიეცა დღევანდელ სხდომაზე დასწრების საშუალება. ასევე, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დაცვის მხარეს ჰქონდა მცდელობა, პროცესის პოლიტიზირება მომხდარიყო და კითხვებიც სწორედ ამ მიმართულებით იყო დასმული სარალიძის მიმართ. ლონდარიძის თქმით, კითხვები ეხებოდა საპროტესტო აქციებსა და სარალიძის „ფეისბუქ“ სტატუსებს. მიხეილ კალანდიას ადვოკატი მიიჩნევს, კალანდიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება
TV IMEDI
სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარ...
Tv Kavkasia
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
TV IMEDI
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
TV IMEDI