დასრულდება თუ არა მიხეილ კალანდიას დაკავებით ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები

04.06.2019 08:06

(ახალი ამბები 04.06.2019) დავით სარალიძის მკვლელობიდან წელიწად ნახევრის შემდეგ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დღეს მიხეილ კალანდია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, უწყებამ მტკიცებულებები მოიპოვა, რომლებმაც მკვლელობაში კალანდიას თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაამყარა. სააპელაციო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ კი , რომელშიც ნათვამია, რომ მკვლელობაში უკვე დაკავებული გ.ჯ-ს გარდა სხვა პირიც მონაწილეობდა, გამოძიება დაარწმუნა, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე სწორედ კალანდიაა. დასრულებულია თუ არა მიხეილ კალანდიას დაკავებით, გახმაურებულ საქმეზე ხელმეორედ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებებიდა დადგება თუ არა ხორავას ქუჩის საქმის გამყალბებელ მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მოლაპარაკებების პროცესი და პოლიტიკოსების განცხადებები
10:09

მოლაპარაკებების პროცესი და პოლიტიკოსების განცხადებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“
02:49

განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკადრო ცვლილებები მთავრობაში
07:19

საკადრო ცვლილებები მთავრობაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
11:01

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ზურაბ ჩხაიძის განცხადება
03:07

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ზურაბ ჩხაიძის განცხად...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გადაუვადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი, სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს
03:25

გადაუვადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი, სასამართლო 9...

TV IMEDI

მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს
06:54

მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კონტექსტი: თვეზე ოდნავ მეტი არჩევნებამდე! - 25 სექტემბერი
49:00

კონტექსტი: თვეზე ოდნავ მეტი არჩევნებამდე! - 25 სექტემბერი

ყველა ვიდეო