COVID-19 - ვითარება რეგიონებში


საქართველოს რეგიონებში მდებარე კლინიკებში კორონავირუსით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ. ამ დროისთვის რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთს დღეს განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს. კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება დღეს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან. შუახნის მამაკაცს, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, გამოჯანმრთელება გუშინ განმეორებითი ტესტით დაუდასტურდა.

ქუთაისის ინფექციურ სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ორი პაციენტი დარჩება. ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა ბოლნისის რაიონში. აქ ამ დრომდე მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება ორი სოფელი - მუშევანი და გეტა. სულ ბოლნისის რაიონში „კოვიდ-19“-ის 185 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 89 უკვე გამოჯანმრთელდა, ოთხი კი ფატალურად დასრულდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან