COVID-19 - ვითარება რეგიონებში


ბოლო 24 საათში, საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ინფიცირებული პაციენტი რჩება.

რაც შეეხება სამეგრელოს, რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. საავადმყოფოში ამ ეტაპზე 18 პაციენტი მკურნალობს. 449 პირი გამოიკვლიეს გასულ ღამეს კორონავირუსზე ბათუმში. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია. არც ერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

დღის ბოლოს ელოდებიან ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებული 27 პირის ანალიზების პასუხებს.  აჭარა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. 30 აპრილის შემდეგ, აქ ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება. რაც შეეხება თეთრიწყაროს, დღეისათვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 51-ს შეადგენს. 

 საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - ცხინვალში, ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის არიან ექთნები და კურსანტები. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ არსებული ინფორმაციით, 35 ინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან