COVID 19 - ვითარება რეგიონებში
42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 29 კონტაქტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. სულ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 107 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი. აქედან გვიან ღამით 94 ტესტის პასუხი მიიღეს და კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. კიდევ 13 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს, რუხის კლინიკაში ამ დროისთვის ათი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათგან ექვსი პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი მამაკაცის ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები არიან. მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ამას ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ორი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს. კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში „კოვიდ-19“ დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტი დარჩება. ბათუმის ლაბორატორიებში კი გასულ ღამეს 110 პირის ანალიზი გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია. უკვე მეოცე დღეა, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. კლინიკა „მედალფაში“ ორი პაციენტი რჩება. მათგან ერთი, შესაძლოა, დღეს გაწერონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
COVID-19 - ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Covid 19 - ვითარება რეგიონებში
TV 25
COVID-19 - ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster