სიბასი | შეფი ლევან კობიაშვილი

10/10/2021
Taste Corporation-ის მიერ

🐟 დღევანდელი რეცეპტი ისევე როგორც ყველა დანარჩენი სახლში მარტივად მოსამზადებელია. შეფ ლევანმა თქვენთვის მოამზადა სიბასი ჩიმიჩურის სოუსით.

არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის ღილაკის გააქტიურება. გემრიელად მიირთვით.

#თევზი #კუსკუსი #ჩიმიჩური

Elit Electronics • ელიტ ელექტრონიქსი
Bosch Home
ევროპროდუქტი • Europroduct
DIKA / დიკა

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​
___________________________________
სიბასი
წითელი ხახვი
ლიმნის წვენი
კუსკუსი
ბაღჩოი
მწვანე წიწაკა
ნიორი
პომიდორი
ძმარი
მწვანილები : ქინძი ოხრახუში
მიკრო მწვანილები

დავიწყოთ თევზის დამუშავებით. თევზი დავსეროთ, იმიტომ რომ უნდა გამოცხვეს მთლიანად. მოვაყაროთ მარილი. დასერილ ნაწილში ჩავაწყოთ ლიმნის მედალიონები. მოვაყაროთ პილპილი. დავუმატოთ ერთი კბილი ნიორი და გამოვტენოთ ჩერი პომიდვრით. მოვათავსოთ პერგამენტზე, გადავახვიოთ . და გავუშვათ ღუმელში 15 წუთით 230 გრადუსზე .
ქინძი,ოხრახუში წვრილად დავჭრათ. ორი კბილი დანაყული ნიორი,1 ცალი მწვანე წიწაკა წვრილად დაჭრილი, წითელი ხახვი 1 ცალი, რამოდენიმე ცალი პომიდორი ჩერი. ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ ჯამში და გადავურიოთ და დავუმატოთ ძმარი და მარილი გემოვნებით.
კუსკუსი ჩავყაროთ ქვაბში , დავუმატოთ კარაქი, მარილი და დავასხათ ადუღებული წყალი. და დაველოდოთ 5 წუთი,
ტაფა გავაცხელოთ ზეთთან და კარაქთან ერთად. მოვთუშოთ ხახვი და ნიორი . დავუმატოთ ჩერი პომიდორი. და მოვთუშოთ ბაღჩოი.
და ბოლოს შეგვიძლია გავაფორმოთ მიკრომწვანილებით.
გემრიელად მიირთვით !

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან