ქისტების ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდა


დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ქისტის ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდა.
სპეცოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრების ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაატარებს, რომელთან მოლაპარაკებებსაც დაღუპულების ახლობლების მიმართვის საფუძველზე, სახალხო დამცველი მართავს.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, განცხადებით, არც მისთვის და არც დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ჩატარდა თუ არა ცხედრების ექსპერტიზა ყოფილი ხელისუფლების პირობებში.
დღეს გამომძიებლებმა დუისის სასაფლაოდან ექსპერტიზისთვის დაღუპულების - ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები ამოიღეს. სპეცოპერაციის დროს დაღუპული სხვა პირების საფლავებს საგამოძიებო ჯგუფი მომდევნო დღეებში გახსნის.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/YuIHY9

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან