თელავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა დღეს გარევაჭრობის გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, გარემოვაჭრეებს ბაზარში შესვლისკენ არაერთხელ მიუთითეს, თუმცა ისინი გარეთ ვაჭრობას აგრძელებენ. ამის გამო კი ბაზარში ხალხი აღარ შედის. საპირისპიროს ამბობენ გარემოვაჭრეები. მათი თქმით, აგრარული ბაზრის მოვაჭრეები მათ ბაზარში არ უშვებენ და ამიტომ იძულებული არიან, გარეთ ივაჭრონ.
თუ გარევაჭრობის პრობლემა არ მოგვარდება, ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1aS9EL5
თუ გარევაჭრობის პრობლემა არ მოგვარდება, ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1aS9EL5