უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადება


მოსკოვი ცდილობდა უკრაინელი სამოქალაქო პირების რუს ჯარისკაცებში გაცვლას, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია. მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, ამაზე უკრაინამ უარი თქვა და რუსეთს უკრაინელი სამოქალაქო პირების დაბრუნებისკენ მოუწოდა. ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი საზღვრისკენ იძულებით გაიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთაც შემდეგ მძევლებად იყენებდნენ.

ვერეშჩუკის თქმით, უკრაინულმა მხარემ იცის, რომ რუსებს ათასზე მეტი მძევალი ჰყავს, მათ შორის 500-მდე ქალია. სამოქალაქო პირები ამჟამად იმყოფებიან კურსკში, ბრიანსკში, რიაზანსა და როსტოვში მდებარე ციხეებსა და დაკავების იზოლატორებში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან