„აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებას ითხოვს უკრაინა
„აზოვსტალის“ ქარხნიდან სასწრაფო ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებას ითხოვს უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშუკი. მისი მონაცემებით, საწარმოს ტერიტორიაზე ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე და 500-მდე დაჭრილი უკრაინელი სამხედრო იმყოფება. ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერის მონაცემებით, გუშინ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნით ოთხი საევაკუაციო ავტობუსი გავიდა, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის გაგრძელება დღესაც იგეგმება. მარიუპოლი პირველი მარტიდან რუსეთის ძალებს ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქში მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში დაახლოებით 100 ათასი ადამიანია დარჩენილი. რუსეთის პრეზიდენტმა დღეს განკარგულება გასცა, „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმი შეჩერდეს. ამასთან, პუტინი მოითხოვს გაგრძელდეს აზოვსტალის ბლოკირება. ის სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიას სთავაზობს უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც „აზოვსტალის“ ქარხანას დატოვებენ. მანამდე, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, პრეზიდენტს აცნობა, რომ მარიუპოლზე კონტროლი დამყარებულია, თუმცა შოიგუს განცხადებით, აზოვსტალში 2000 უკრაინელი სამხედრო იმყოფება. მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ პუტინის სურვილია, დანგრეული ქალაქის ფონზე, როგორმე გამოაცხადოს გამარჯვება, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევაკუაციის პროცესი „აზოვსტალიდან“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანა გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული ძალები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ -
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პაპი ფრანცისკეს მოწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 66-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზოვსტალიდან 500 ადამიანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს - სიახლეები...
TV IMEDI
„აზოვსტალიდან" ყველა მებრძოლი ევაკუირებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"აზოვსტალიდან" რუსთავის ფეროში - როგორ იშოვა უკრაინელმა ცოლ-...
netgazeti ge