ბოტანიკური ბაღისა და სასტუმროს პროექტების პრეზენტაცია განმუხურში
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სოფელ განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია გამართეს. „ქართუს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში განმუხურის ბოტანიკური ბაღის დაფუძნება უნიკალურია, რადგან ასი წელია, საქართველოში ბოტანიკური ბაღი არ დაარსებულა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ბოტანიკოსები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ბოტანიკური ბაღი 100 ჰა-ზე გაშენდება. აქ მოხდება კოლხური სახეობის მცენარეების კონსერვაცია, ასევე, მოეწყობა ლაბორატორიები, გაშენდება ორანჟერიები, სასათბურე-სანერგე მეურნეობები, იქნება სხვადასხვა ექსპოზიცია. აქვე დაარსდება სკოლა ახალგაზრდებისთვის. წინასწარი მონაცემებით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ბოტანიკური ბარის ფუნქციონირებისას, დაახლოებით, 200 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. პროექტში ჩართულები არიან ქართველი ბოტანიკოსები და მეცნიერები. მას მხარს უჭერს ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო საბჭო BGGI. პროექტი ფონდი „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული. საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ის 35 000 კვადრატულ მეტრზე ვითარდება. აქ იფუნქციონირებს 190 მაღალი კლასის ოთახი. სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება და დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაჯდება. პროექტის ფარგლებში 2000 ადამიანი დასაქმდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
განმუხურში სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის პროექტების პრეზენტა...
odishitv
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
Radio Atinati
ენმ ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღისა და 29 ჰექტარი მიწის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დავასუფთაოთ მსოფლიო"-ს ფარგლებში..
odishitv
"ეს არის უალტერნატივო გუნდი\
Radio Atinati
ნატალია შეროზია: საკრებულოს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლ...
Radio Atinati
"ოცნების" მერობის კანდიდატების დაპირებები სამეგრელოს მოსახლე...
Radio Atinati
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
Radio Atinati