ახმეტის საკრებულომ გამგებლად ბექა ბაიდაურის კანდიდატურა არ დაამტკიცა
07/26/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე სულ 13 საკითხი განიხილეს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარიანი პროექტი და თუშეთის ტერიტორიაზე მიწების გაყიდვის აკრძალვის შესახებ შესატანი ცვლილებები იყო. სხდომაზე გაკეთდა განცხადება იმის შესახებაც, რომ გამგებლის კონკურსში გამარჯვებულ გამგებლობის კანდიდატს, ბექა ბაიდაურს, საკრებულო მანამდე ვერ დაამტკიცებს, სანამ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ დაიხურება. ბაიდაურის საქმეს გამოძიება საბუთების გაყალბების მუხლით იძიებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1c9jHeW
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1c9jHeW