უკრაინის წინააღდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის, ომის 52-ე დღე
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის, ომის 52-ე დღე - საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას. გამთენიისას იერიში მიიტანეს კიევზე. ჭურვები დარნიცკის რაიონში ჩააგდეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა. სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსებმა კიევის შემოგარენშიც. განსაკუთრებით აქტიურად იბომბება ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების ქალაქები. რუსეთმა „ურაგანის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს ხარკოვის ინდუსტრიული რაიონი, ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი თვის ჩვილი. დაშავდა 35 ადამიანი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, კასეტური ჭურვებით დაიბომბა ქალაქი მიკოლაევი. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, დაშავდა - 15. კვლავ გრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების დაბომბვაც. ჭურვებმა დონეცკის რაიონში წყლის მილი და საკვები პროდუქტების საწყობები დააზიანა. დაიბომბა დნეპროპეტროვსკის რაიონიც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალების ათი შეტევა მოიგერიეს. მათი ცნობით, აღმოსავლეთ საოპერაციო ზონაში განადგურებულია 20-ზე მეტი ჯარისკაცი, ასევე სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა, ხოლო სამხრეთ საოპერაციო ზონაში 76 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულია 2 500-დან 3 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკრაინელებმა 918 დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნეს კონტროლი. ქვეყნის ჩრდილოეთით კიევის რაიონში ისევ მიმდინარეობს დასახლებების ნანგრევებისგან გათავისუფლება. ამასთან, შესაბამისი სამსახურები დანაღმული ტერიტორიების გაწმენდას ახორციელებენ. რაც შეეხება ევაკუაციას, გასულ დღეს ბედიანსკიდან და მარიუპოლიდან 2800-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 370 მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა ლუგანსკის რაიონიდანაც. ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლეთის ქვეყნებისგან ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, ხოლო რუსეთზე სანქციების გამკაცრებას მოითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 52-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ლელოს“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიპლომატია რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში და სანქციების მეშვიდე პაკეტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასავლეთი რუსული აგრესიის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთი წელი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster