აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება


„ამერიკა მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე“,- აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა. „აფეთქებების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული არიან მოქალაქეები, განადგურებულია სამიზნეები, რომლებსაც სამხედრო დანიშნულება არ ჰქონიათ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ პუტინის უკანონო ომის უკიდურეს სისასტიკეს“, – წერს პრეზიდენტი.

ბაიდენი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს. „ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ რუსეთისთვის საფასურის დაწესებას მისი აგრესიის გამო. პასუხს ვაგებინებთ პუტინსა და რუსეთს ომის დანაშაულებისთვის, - წერია ბაიდენის განცხადებაში.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან